58. What sanctions are provided for political finance infractions?
Georgia
- Fines
- Forfeiture
- Suspension of public funding
Source:
საქართველოს ორგანული კანონი „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“, 34-ე მუხლი, 342-ე მუხლების 1-9 პუნქტები, 1997
[Article 34, 342 (1-9) Organic Law of Georgia on Political Associations of Citizens, 1997]
34. თუ პარტია დროულად არ წარუდგენს საფინანსო დეკლარაციას ანტიკორუფციულ ბიუროს, ანტიკორუფციული ბიურო მას წერილობით გააფრთხილებს და მოსთხოვს ხარვეზის 5 დღის ვადაში აღმოფხვრას. თუ პარტია 5 დღის გასვლის შემდეგაც არ წარუდგენს საფინანსო დეკლარაციას ანტიკორუფციულ ბიუროს, იგი კარგავს ამ კანონის 30-ე მუხლით გათვალისწინებული სახელმწიფო დაფინანსების მიღების უფლებას მომდევნო 1 წლის განმავლობაში.
მუხლი 342
1. პარტიის/საარჩევნო სუბიექტის ან განცხადებული საარჩევნო მიზნის მქონე პირის მიერ საქართველოს კანონმდებლობით აკრძალული შემოწირულების/საწევრო შენატანის მიღება ან/და შემოწირულების/საწევრო შენატანის დამალვა −
გამოიწვევს ამ შემოწირულების/საწევრო შენატანის საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტში ჩარიცხვას და პარტიის/საარჩევნო სუბიექტის ან განცხადებული საარჩევნო მიზნის მქონე პირის დაჯარიმებას აღნიშნული შემოწირულების/საწევრო შენატანის ორმაგი ოდენობით.
2. შემოწირულების, საწევრო შენატანის ან ამ კანონის 25-ე მუხლის მე-2 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით ან მე-4 პუნქტით გათვალისწინებული ხარჯის ამ კანონით დადგენილი მოთხოვნების დარღვევით განხორციელება, როდესაც პარტიას, საარჩევნო სუბიექტს ან ამ კანონის 261 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ პირს, რომელმაც მიიღო შემოწირულება ან საწევრო შენატანი ან რომლის მხარდასაჭერადაც იქნა გაწეული ხარჯი ან რომელიც შესაძლებელია სარგებელს იღებდეს სხვა პოლიტიკური ძალის მხარდაჭერისგან თავის შეკავების მიზნით ხარჯის გაწევით, არ ჰქონდა და არც შეიძლებოდა, რომ ჰქონოდა ინფორმაცია კანონდარღვევის შესახებ, −
გამოიწვევს აკრძალული შემოწირულების, საწევრო შენატანის, ხარჯის განმახორციელებელი სუბიექტისა და აკრძალული შემოწირულების, საწევრო შენატანის, ხარჯის სხვა პირის მეშვეობით განმახორციელებელი სუბიექტის (არსებობის შემთხვევაში) დაჯარიმებას აკრძალული შემოწირულების, საწევრო შენატანის, ხარჯის ორმაგი ოდენობით.
3. პარტიის, საარჩევნო სუბიექტის ან განცხადებული საარჩევნო მიზნის მქონე პირის სასარგებლოდ ან საწინააღმდეგოდ საქართველოს კანონმდებლობით აკრძალული შემოწირულების ან საწევრო შენატანის მიღება ან/და შემოწირულების ან საწევრო შენატანის თაობაზე ინფორმაციის დამალვა −
გამოიწვევს დაჯარიმებას ამ შემოწირულების ან საწევრო შენატანის ორმაგი ოდენობით.
4. პარტიის/საარჩევნო სუბიექტის მიერ ან ამ კანონის 261 მუხლის პირველი ან მე-2 პუნქტით გათვალისწინებული პირის მიერ ამ კანონით დადგენილი მოთხოვნებისა და ვალდებულებების შეუსრულებლობა −
გამოიწვევს დაჯარიმებას 5 000 ლარით.
5. ანტიკორუფციული ბიუროსთვის მის მიერ მოთხოვნილი, ამ კანონით ან საქართველოს ორგანული კანონით „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ განსაზღვრული ინფორმაციის მიწოდების კანონით დადგენილი ვალდებულების შეუსრულებლობა ან კანონის თანახმად პარტიისთვის ან განცხადებული საარჩევნო მიზნის მქონე პირისთვის მიცემული შესაბამისი ხარვეზის აღმოფხვრის შესახებ ანტიკორუფციული ბიუროს მითითების შეუსრულებლობა −
გამოიწვევს გაფრთხილებას ან ფიზიკური პირის დაჯარიმებას 1 000 ლარით, კვალიფიციური პარტიის დაჯარიმებას 5 000 ლარით, სხვა სუბიექტის დაჯარიმებას 2 000 ლარით.
51. ანტიკორუფციული ბიუროს მიერ ფიზიკური პირის გამოკითხვისას ან ანტიკორუფციული ბიუროს შუამდგომლობის საფუძველზე ფიზიკური პირის მაგისტრატი მოსამართლის წინაშე დაკითხვისას აღნიშნული პირის მიერ ცრუ ინფორმაციის მიწოდება −
გამოიწვევს დაჯარიმებას 2 000 ლარით.
6. (ამოღებულია - 02.07.2020, №6724).
7. (ამოღებულია - 29.07.2013, №900).
8. ამ კანონის 251 მუხლის პირველი პუნქტით დადგენილი მოთხოვნის დარღვევა − გამოიწვევს დაჯარიმებას ზღვრის გადაჭარბებით გაწეული ხარჯის ორმაგი ოდენობით.
9. ამ მუხლის პირველი−მე-8 პუნქტებით გათვალისწინებული ქმედების განმეორებით ან სხვა პირის მეშვეობით ჩადენა − გამოიწვევს დაჯარიმებას ამ მუხლის შესაბამისი პუნქტით დადგენილი ჯარიმის ორმაგი ოდენობით, ხოლო მიღებული გაფრთხილების შემდეგ ქმედების განმეორებით ჩადენის შემთხვევაში − შესაბამისი პუნქტით დადგენილი ჯარიმის ოდენობით.
34. If a party fails to submit in a timely manner a financial disclosure statement to the Anti-Corruption Bureau, the Anti-Corruption Bureau shall warn the party in writing and request the rectification of the failure within 5 days. If a party fails to submit the financial disclosure statement within the specified 5 days to the Anti-Corruption Bureau, it shall forfeit the right to receive state funding under Article 30 of this Law for the following year.
Article 342
1. Acceptance of a donation/membership fee and/or concealment of a donation/membership fee prohibited under the legislation of Georgia by a party/electoral subject or a person with the declared electoral goal, –
shall result in the transfer of the donation/membership fee to the state budget of Georgia and the fining of the party/electoral subject or the person with the declared electoral goal in the double amount of the said donation/membership fee.
2. If a donation is made, or membership fee or an expense provided for by Article 25(2)(c) or (4) of this Law is paid in violation of the requirements set by this Law, when a party, an electoral subject or a person provided for by Article 261 of this Law, who has received the donation or membership fee, or in support of whom the expense has been paid, or who may gain a benefit by way of paying an expense in order to refrain from supporting another political force, has not held and could not even have held information about the offence, –
shall result in the fining of an entity making the prohibited donation, or paying the prohibited membership fee or expense, and of an entity making the prohibited donation or paying the prohibited membership fee or expense though another person (if any) in the double amount of the prohibited donation, membership fee or expense.
3. Acceptance of a donation or membership fee and/or concealment of information about a donation or membership fee prohibited by the legislation of Georgia for the benefit of, or against a party, electoral subject or a person with the declared electoral goal, –
shall carry a fine in the double amount of that donation or membership fee.
4. Failure of a party/electoral subject or a person with the declared electoral goal to comply with the requirements and obligations determined by this Law, –
shall carry a fine of GEL 5 000.
5. The failure to comply with the statutory obligation to submit to the Anti-Corruption Bureau information it has requested and which is defined by this Law or the Organic Law of Georgia the Election Code of Georgia, or the failure to follow the instruction of the Anti-Corruption Bureau given under the law to a party or a person with the declared electoral goal to remedy the related defect, –
shall carry a warning, or a fine of GEL 1 000 for a natural person, GEL 5 000 for a qualified party, or GEL 2 000 for another entity.
51. When interviewing a natural person by the Anti-Corruption Bureau or questioning a natural person before a magistrate judge on the basis of a motion of the Anti-Corruption Bureau, provision of false information by the said person, –
shall carry a fine of GEL 2 000.
6. (Deleted – 2.7.2020, No 6724).
7. (Deleted – 29.7.2013, No 900).
8. Violation of the requirement established by Article 251(1) of this Law, –
shall result in a fine equal to twice the amount of the expenses incurred in excess of the maximum limit.
9. Repeated commission of an act provided for by paragraphs 1-8 of this article or its commission by another person, –
shall result in fining in the double amount of the fine determined by the related paragraph of this article, and in the amount of the fine determined by the related paragraph if the act is committed repeatedly after the warning received.
Available at:
https://matsne.gov.ge/document/view/28324?publication=50