21. Is there a limit on in-kind donations to political parties?
Georgia
Source:
საქართველოს ორგანული კანონი „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“, 25-ე მუხლის, 1 პუნქტი, მე-2 პუნქტის, „გ“ ქვეპუნქტი, 27-ე მუხლის 1 პუნქტი, 1997
[Article 25 (1, 2, c), 27(1), Organic Law of Georgia on Political Associations of Citizens, 1997]
25(1) პარტიის ქონებას ქმნის:
ა) საწევრო შენატანები;
ბ) შემოწირულებები;
გ) კანონით დადგენილ შემთხვევებში სახელმწიფოს მიერ გამოყოფილი თანხა.
25(2,გ) შემოწირულებად მიიჩნევა:
პარტიის მხარდასაჭერად გაღებული ისეთი ფულადი თანხა, უსასყიდლოდ ან ფასდაკლებით/შეღავათიანი პირობით გაცემული ისეთი მატერიალური ან არამატერიალური ფასეულობა (მათ შორის, შეღავათიანი კრედიტი) ან გაწეული ისეთი მომსახურება, რომელიც ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა“ და „გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ პარტიის ქონების შემადგენელ არცერთ ნაწილს არ განეკუთვნება, მიუხედავად იმისა, იდენტიფიცირებადია თუ არა ასეთი თანხის, ფასეულობის ან/და მომსახურების მიმღები სუბიექტი. აღნიშნული მომსახურება, რომელსაც მოხალისეობის ფარგლებში ნებაყოფლობით სწევს ფიზიკური პირი, შემოწირულებად არ მიიჩნევა.
27(1) პარტიის მიერ საქართველოს თითოეული მოქალაქისგან წლის განმავლობაში მიღებულ შემოწირულებათა საერთო ოდენობა არ უნდა აღემატებოდეს 60 000 ლარს. პარტიის თითოეული წევრის მიერ განხორციელებული საწევრო შენატანების წლიური ოდენობა არ უნდა აღემატებოდეს 1 200 ლარს.
25(1)The property of a party shall be formed from:
a) membership fees;
b) donations;
c) sums allocated by the State in cases established by law
25(2,c)The following shall be considered to be a donation: a sum of money contributed, or a tangible or intangible asset (including a low interest loan) contributed free of charge or at discount/on favourable conditions, or a service rendered in support of a party, which is not assigned to any part provided for by paragraphs 1(a) and (c) of this article that make up the property of the party, whether an entity receiving that sum, asset and/or service is identifiable or not. The said service voluntarily rendered by a natural person within volunteering activities shall not be considered a donation.
27(1) The total amount of donations received by a party from each citizen during a year must not exceed GEL 60 000 per year. The annual amount of the membership fees paid by each member of a party must not exceed GEL 1 200.
The rules and regulations regarding donations also apply to in-kind contributions and are subject to the same caps - a natural person can donate up to GEL 60 000 per year.